ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ვიდეო]

19:39, 24.04.2018

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ინფორმაციით,  ხანძარი ლოკალიზებულია.  ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელი სახლების სასხვენო გადახურვას.

ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად სამი სახლია დაზიანებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან იქვე მდებარე კიდევ ორ სახლზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ტერიტორია სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ახლოს მდებარეობს, ე.წ მანთაშევის გადასახვევთან.

ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი