ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა
ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგონა ამჟამად პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ და მას ჯანმრთელობის მხრივ რაიმე სახის პრობლემა არ აღენიშნება.

გოგონას დედამ, მადონა საფარიძემ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მისი შვილი ამ წუთებში მასთან და ბიძასთან ერთად იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

მოზარდის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა სამართალდამცველებს გუშინ მიმართეს.