ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ
ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში 13 წლის გოგოს ეძებენ. მოზარდის გაუჩინარების შესახებ მშობლებმა სამართალდამცველებს გუშინ მიმართეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გოგონა სააღდგომო არდადეგების შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა. მოზარდის დედა ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.