ბათუმის ტრაგედიის გამო, 27 ნოემბრის მატჩები გადაიდო

17:51, 27.11.2017

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა და ცხადია, ამან ეროვნულ საფეხბურთო ლიგის კალენდარში ცვლილებები შეიტანა.

ლიგა 3-ში მოსახვედრი პლეი-ოფის მატჩი „მარგვეთი 2006“-სა და „სამგურალი 2“-ს შორის სამტრედიაში 27 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს შედგება.

ამავე დღეს ჩატარდება ასაკობრივი ლიგის ორი მატჩი 19-წლამდელთა ოქროს ლიგაში „ლოკომოტივი“ – „შუქურა“ და „ცხინვალი“ – თბილისის „დინამო“, ისევე როგორც, 17-წლამდელთა ოქროს ლიგის სრული ტური.

მსგავსი