„ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, მალე არენაზე ბალახის საფარის დაგება დასრულდება“ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ მეპატრონემ, არჩილ ბერიძემ განაცხადა.
„რამდენიმე დღეა, რაც საფარის დაგება დაწყებულია და უახლოეს დღეებში დასრულდება. ეს ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი კი დიდი ალბათობით, სეზონს სწორედ ახალ სტადიონზე დავიწყებთ“ – აცხადებს არჩილ ბერიძე.
ბათუმის სტადიონზე სამუშაოთა 90 პროცენტი დასრულებულია. ახლა დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლის შემდეგაც სტადიონი საბოლოო სახეს მიიღებს. მაგალითად, დაწყებულია და მალე დასრულდება ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, ხოლო ტაბლოს ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულებულია.