არჩილ ბერიძე ახალი სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებს შეხვდა - ბათუმის „დინამოს“ მიზანი კვლავ ჩემპიონობაა #1TVSPORT
არჩილ ბერიძე ახალი სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებს შეხვდა - ბათუმის „დინამოს“ მიზანი კვლავ ჩემპიონობაა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ კლუბის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებს შეხვდა და ახალ სეზონში წარმატებები უსურვა.

„მოგესალმებით და ახალი სეზონის დაწყებას გილოცავთ. რაც მთავარია, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, მინდა, რომ ერთი ოჯახივით ვიყოთ, მჯერა ასეც იქნება. წინ რთული სეზონი გველის და უნდა ვეცადოთ, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ.

ჩვენი მიზანი ახალ სეზონშიც უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა. ტიტულის დაკარგვა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება, ეს ერთხელ უკვე გამოვცადეთ საკუთარ თავზე და წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონობა შევინარჩუნოთ. მზად ვარ, 24 საათის განმავლობაში თქვენ გვერდით ვიდგე“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ ფეხბურთელებთან შეხვედრაზე.

ეროვნულ ლიგაში 2024 წლის საფეხბურთო სეზონი პირველ მარტს დაიწყება. სეზონის გახსნის მატჩში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლებს.