ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდებიან
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დღეს, 15:00 საათზე შეხვდებიან, – ინფორმაცია პირველ არხს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.

ჯერ უცნობია, რა ფორმატში წარიმართება შეხვედრა. იქნება ის მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის ღია თუ დახურული. ფორმატის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოს წევრები დღეს ერთობლივად მიიღებენ.

საბჭოს წევრები, მხარეთა პოზიციებს მოიმენენ და მას შემდეგ გადაწყვეტენ, რა რეაგირება მოჰყვება ფაქტს დადასტურების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. შავაძემ არ გამორიცხა, რომ საბჭოს მხრიდან, მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.