ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ირაკლი შავაძეს მხარდაჭერას უცხადებენ
ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ირაკლი შავაძეს მხარდაჭერას უცხადებენ

ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ირაკლი შავაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

ირაკლი შავაძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ადვოკატების განცხადებით, სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია და ირაკლი შავაძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო უვადოდ გამწესებული, რაზეც მას უარი უთხრეს.

“იუსტიციის საბჭო ნათელ-მირონობით არის დაკომპლექტებული, მართლმსაჯულებაში კრიზისია, უვადოდ განმწესდნენ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეები და ვფიქრობთ, შავაძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო უვადოდ”-განაცხადა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ .

“ირაკლი შავაძის განცხადებებით უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველი, ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება და ასევე გამოძიების დროს უფლებამოსილება შეუწყდეს დავით მამისეიშვილს“-ამბობს ადვოკატი ლელიბჟალავა.

ადვოკატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს განცხადებაზე, რომლითაც იუსტიციის საბჭოს მიმართავენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ბრალდებებს არ პასუხობს. სასამართლოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ოფიციალური განცხადების შემთხვევაში, მედიას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან