ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს ხვალ შეხვდებიან

11:53, 01.03.2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვალ 15:00 საათზე შეხვდებიან, – ინფორმაცია პირველ არხს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში წარიმართება შეხვედრა. იქნება ის მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის ღია თუ დახურული. ფორმატის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოს წევრები ხვალ ერთობლივად მიიღებენ.

საბჭოს წევრები, მხარეთა პოზიციებს მოიმენენ და მას შემდეგ გადაწყვეტენ, რა რეაგირება მოჰყვება ფაქტს დადასტურების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. შავაძემ არ გამორიცხა, რომ საბჭოს მხრიდან, მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.

მსგავსი