ბათუმის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა
ბათუმის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა

ბათუმის საკრებულოს შენობასთან, საკრებულოს სხდომის პარალელურად, აქცია იმართება.

შენობასთან შეკრებილი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პარტიის წევრები. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ. ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ. პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა რამდენიმე წუთით იყო შეწყვეტილი. მიზეზი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძის მიერ დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმა გახდა, რის გამო დარბაზში მძიმე სუნი დადგა.

ბათუმის საკრებულომ მოგვიანებით სხდომა განაახლა და ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.