ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გიორგი კიკაბიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ხუთივე პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო ერთ-ერთს მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია აღენიშნება.

ამასთან, კიკაბიძის განცხადებით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურში 49 პაციენტი მკურნალობს, 16-ს კი სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.

როგორც გიორგი კიკაბიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება, ხოლო დანარჩენებს კი, ანტიბიოტიკური თერაპია და გეგმური მონიტორინგი. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება არც ერთი პაციენტი, ასევე კლინიკაში პაციენტებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ექვსი აჭარაში დადასტურდა. ერთ-ერთი პაციენტი თურქეთის მოქალაქეა, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელიც მკურნალობას სამშობლოში აგრძელებს.