საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215.

 

დატოვე კომენტარი