ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიას ივანე მახარაძე უხელმძღვანელებს, 19-წლამდელებს - ლევან ხომერიკი #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიას ივანე მახარაძე უხელმძღვანელებს, 19-წლამდელებს - ლევან ხომერიკი #1TVSPORT

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე ბათუმის „დინამოს“ აკადემიისა და სკოლის თანამშრომლებს პირველი გუნდის დამრიგებელი, ანდრეი დემჩენკო შეხვდა და მათ ახალი მწვრთნელები წარუდგინა.

SportClub-ის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ ივანე მახარაძე დაინიშნა, ხოლო „დინამოს“ აკადემიის 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად ლევან ხომერიკი იმუშავებს.

ორივე მათგანი ბათუმის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ მოთამაშე იყო. კარიერის დასრულების შემდეგ ბათუმის გუნდის მთავარ მწვრთნელად და ასისტენტად მუშაობდნენ.

ამის შემდეგ მახარაძე და ხომერიკი ლანჩხუთის „გურიაში“ იყვნენ, ბოლო წლებში კი გიორგი ჭელიძის სამწვრთნელო სტაფში ირიცხებოდნენ „თელავსა“ და წყალტუბოს „სამგურალში“.