ბათუმის „დინამოს“ მეპატრონის საგანგებო განცხადება – სავარაუდოდ, გუნდს და ქართულ ფეხბურთს დავტოვებთ

17:51, 01.11.2019
ბათუმის „დინამოს“ მფლობელმა არჩილ ბერიძემ საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის „დინამოს” – აცხადებს არჩილ ბერიძე ბათუმის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფინიშამდე სამი ტურით ადრე ბათუმის „დინამო“ დაამარცხა (2:0) და ლიდერის შეფერხებით საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბა.
ბათუმელები მიიჩნევენ, რომ შეხვედრის მე-60 წუთზე არბიტრს საჩხერის „ჩიხურას“ მოთამაშე უნდა გაეგდო და საერთოდ, თვლიან, რომ გადამწყვეტ მომენტში არაობიექტუარად იმსაჯეს.
თუმცა, ეს გახდა თუ არა ბერიძის განცხადების წინაპირობა, ჯერ უცნობია.

 

მსგავსი