ბათუმის „დინამოს“ მეპატრონის საგანგებო განცხადება - სავარაუდოდ, გუნდს და ქართულ ფეხბურთს დავტოვებთ
ბათუმის „დინამოს“ მფლობელმა არჩილ ბერიძემ საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩის შემდეგ, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის „დინამოს” – აცხადებს არჩილ ბერიძე ბათუმის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფინიშამდე სამი ტურით ადრე ბათუმის „დინამო“ დაამარცხა (2:0) და ლიდერის შეფერხებით საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბა.
ბათუმელები მიიჩნევენ, რომ შეხვედრის მე-60 წუთზე არბიტრს საჩხერის „ჩიხურას“ მოთამაშე უნდა გაეგდო და საერთოდ, თვლიან, რომ გადამწყვეტ მომენტში არაობიექტუარად იმსაჯეს.
თუმცა, ეს გახდა თუ არა ბერიძის განცხადების წინაპირობა, ჯერ უცნობია.