ბათუმის „დინამოს“ ახალი თავდამსხმელი დი სტეფანოსა და ვალდერამას გუნდიდან - რიკარდო მარკესი თავისუფალი აგენტი დეკემბერში გახდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ახალი თავდამსხმელი დი სტეფანოსა და ვალდერამას გუნდიდან - რიკარდო მარკესი თავისუფალი აგენტი დეკემბერში გახდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალი სეზონისთვის კოლუმბიელი თავდამსხმელი რიკარდო ლუის მარკეს გონსალესი დაეხმარება, რომელსაც სამშობლოში ელ კაბალო მარკესს ეძახიან.

საქართველოში სამხრეთ ამერიკიდან არაერთი მოთამაშე ჩამოსულა – ზოგიერთმა მათგანმა ეროვნულ ლიგაში კარგი კვალი დატოვა, მაგრამ კოლუმბიიდან ფეხბურთელი, ფაქტობრივად, ახალი ხილია.

24 წლის რიკარდო ლუის მარკეს გონსალესი (მეტსახელი ელ კაბალო) სანტა მარტადანაა, დაიბადა 1997 წლის 9 ნოემბერს კოლუმბიაში, ქალაქ მაგდალენაში. მისი ამჟამინდელი გუნდი „მილიონარიოსია“, სადაც კარიერას 2015 წელს იწყებდა. მაგრამ ბოგოტაში ვერ შეძლო ადაპტაცია.

2016 წლის 1 ივლისს, რიკარდო მარკესმა ხელი მოაწერა „იუნიონ მაგდალენასთან“, რომლის დუბლებშიც პირველივე სეზონში 20 გოლი გაიტანა. ძირითად შემადგენლობაში 2019 წელს დააწინაურეს და ანგარიშზე 60 მატჩში 31 გოლი ჩაიწერა.

წარმატებული თამაშის გამო 2020 წლის 22 ივლისს, „მილიონარიოსში“ დააბრუნეს, რომელიც კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – არის კოლუმბიის 15-გზის ჩემპიონი, 10-ჯერ ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 3-ჯერ იყო თასის მფლობელი, ერთხელ – სუპერთასის. კლუბს არგენტინულ „რივერ პლეიტთან“ ყოველთვის მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა. ბოგოტას კლუბში თამაშობდნენ კოლუმბიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი კარლოს ვალდერამა, არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო გოიკოჩეა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ალფრედო დი სტეფანო.

მილიონარიოსში“ ელ კაბალომ დაბრუნების შემდეგაც ვერ დატოვა დიდი კვალი და გასულ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩიდან ძირითად შემადგენლობაში სულ 2-ჯერ მოხვდა. მაგრამ ეს საკმაოდ დიდი დონის კლუბია და იქ რომ ვერ ითამაშა, სულაც არ ნიშნავს, რომ ბათუმელებს ეს თავდამხმელი არ გამოადგებათ.

ელ კაბალომმილიონარიოსთან“ კონტრაქტი 6 თვით 1 ივნისს გაახანგრძლივა, მაგრამ ხელშეკრულება 2021 წლის დეკემბერში დასრულდა და აღარ გაუხანგრძლივებია.

2019 წლის აგვისტოში კოლუმბიის 23-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა არტურო რეიესმა მარკესი ბრაზილიისა და არგენტინის 23-წლამდე ამხანაგური მატჩებისთვის მიიწვია, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.