ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი გამოიცა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი გამოიცა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა – კლუბის იუბილესთან დაკავშირებით ახალი წიგნი გამოიცა – „ბათუმის „დინამოს“ საუკუნე“.

წიგნის (რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტზე, თარიღებსა და დეტალებზე) ავტორია ბათუმელი გულშემატკივარ პაატა აბაშიძე, რედაქტორი – როინ აბუსელიძე.

„ბათუმის „დინამოს“ საუკუნე“ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, წიგნის შეძენა გულშემატკივარს მალე შეეძლება, ამის შესახება ინფორმაცია ახლო მომავალში დაკონკრეტდება.

ბათუმში პირველი საფეხბურთო გუნდი „ხოლოდნოსლობოდსკაია“ 1911 წელს დაარსდა, ხოლო 1914 წლისათვის ბათუმში უკვე ათამდე გუნდი იყო. 1923 წელს ბათუმში შეიქმნა „ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება“ – ბათუმის „დინამოს“ წინამორბედი გუნდი, რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული კლუბი გახდა.

1927 წლის ბათუმის ნაკრები საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელმაც მეტოქეები სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2:1, სოხუმელები 3:0) დაამარცხა.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ბათუმის „დინამო“ ორჯერ (2021, 2023) გახდა საქართველოს ჩემპიონი, ხუთჯერ ვიცე-ჩემპიონი (1997–98, 2014–15, 2019, 2020, 2022), ერთხელ საქართველოს თასის (1997–98) და ორჯერ (1997–98, 2022) სუპერთასის მფლობელი.