ბათუმის „დინამომ“ უზბეკური გუნდი დაამარცხა
ბათუმის „დინამომ“ უზბეკური გუნდი დაამარცხა

ბათუმის „დინამომ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის 2019 წლის ჩემპიონატის მეცხრეადგილოსან ნამანგანის „ნავბაჰორთან“ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ეს მეორე თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამოს“ მესამე საკონტროლო შეხვედრა იყო. ბელეკში გამართული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ბათუმელებმა მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ მე-80 წუთზე დაძლიეს – ნიკა საბანაძე უზბეკმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში წააქცია, მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვაკო თევდორაძემ უნაკლოდ შეაასრულა.

დინამო ბათუმი 1:0 ნავბაჰორი

გოლი: 1:0 თევდორაძე (80. პ)

დინამო: ლევჩენკო, გაგოშიძე, ფაცაცია, ჩალაძე, მელიავა, ტეიდი, მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, თევდორაძე, საბანაძე, რეინალდო.

შეცვლაზე ითამაშეს: ჯიჯავაძე, ვინისიუსი, ხარატიშვილი.

დღესვე ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთ თამაშს გეგმავს – 18:00 საათზე გია გეგუჩაძის გუნდი უკრაინულ „დესნას“ დაუპირისპირდება, ხვალ კი გუნდი ბათუმში დაბრუნდება.

დატოვე კომენტარი