ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ამხანაგურ მატჩში თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტთან, „ამედსფორთან“ 0:2 დამარცხდა და ზაფხულის შეკრება დაასრულა.
„დინამო“ (ბთ) – „ამედსპორი“ 0:2
გოლები: 0:1 ბეითსი (34), 0:2 სოიალფი (39).
„დინამო“ (სასტარტო შემადგენლობა): ყალიჩავა, ჩიტეიშვილი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, ჯაფარიძე, ვიტორი, კოხრეიძე, წულუკიძე, მანდრიჩენკო.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შეკრება სწორედ ამ გუნდთან მატჩით დაიწყო და პირველი ამხანაგური თამაში ანალოგიური ანგარიშით მოუგო, მეორე საკონტროლო მატჩი კი „რიზესფორთან“ 0:3 წააგო.
ამ შეხვედრით ბათუმის „დინამომ“ შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. გუნდი სამი დღე დაისვენებს, სეზონის განახლებისთვის მზადებას კი 20 ივლისიდან ბათუმში განაგრძობს.