ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც ორი საკონტროლო თამაში უკვე დაგეგმა.
გუნდი იანვრის შუა რიცხვებში ბათუმში შეიკრიბება, ერთ კვირაში კი, ტრადიციულად, თურქეთში გაემგზავრება. სეზონის დაწყებამდე გუნდი თურქეთში ორ შეკრებას ჩაატარებს.
ბათუმელებმა პირველ შეკრებაზე ორი საკონტროლო მატჩი დაგეგმეს, ქართული გუნდის მეტოქეები ლიუბლიანის „მოტორი“ და ლვოვის „კარპატი“ იქნებიან. მეორე შეკრების მეტოქეები, ჯერჯერობით, უცნობია.
24 იანვარი, 17:00 | „მოტორი“ (ლიუბლიანა) – „დინამო“ (ბათუმი)
7 თებერვალი, 17:00 | „კარპატი“ (ლვოვი) – „დინამო“ (ბათუმი)