ბათუმის „დინამომ“ სპარინგების ნაწილი დაგეგმა - სეზონი კვეკვესკირის „ლეხთან“ იწყება #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ სპარინგების ნაწილი დაგეგმა - სეზონი კვეკვესკირის „ლეხთან“ იწყება #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ სეზონისთვის თურქეთში მოემზადება. მართალია, გუნდის ხელმძღვანელობას ჯერ შეკრების გრაფიკი არ დაუსახელებია, მაგრამ ცნობილი გახდა, „დინამო“ შეკრებაზე დაგეგმილ მატჩებს რომელ გუნდებთან გამართავს.

ორივე ეს შეხვედრა საქართველოს ჩემპიონმა პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდებთან დაგეგმა. ბათუმელები პირველ მატჩში ნიკა კვეკვესკირის გუნდს, პოზნანისლეხს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორეში – გდანსკის „ლეხიას“. დანარჩენი მატჩების გრაფიკი დგინდება.

ბათუმის „დინამოს“ ამხანაგური მატჩები თურქულ შეკრებაზე:

20 იანვარი – პოზნანისლეხი

23 იანვარი – გდანსკის „ლეხია

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამო“ რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა: – მალხაზ გაგოშიძეს, გიორგი ნიქაბაძეს, ლაშა შინდაგორიძეს, ლუკაშ გროცურეკს, ვაკო თევდორაძეს და გია მანჯგალაძეს.

გუნდის პირველი ტრანსფერი გორის „დილადან“ ნახევარმცველის, ირაკლი ბიძინაშვილის დამატება იყო. ასევე დაიმატეს მილან რადინი (დინამო თბილისი), სტეფან დენკოვიჩი (კაისარი) და ჯანო ანანიძე, რომელიც „დინამო თბილისიდან“ წამოვიდა.