ბათუმის „დინამომ“ სანოგოს დამატება დაადასტურა - ვიცეჩემპიონი მორიგი ტარნსფერების მოლოდინშია
ბათუმის „დინამომ“ სანოგოს დამატება დაადასტურა - ვიცეჩემპიონი მორიგი ტარნსფერების მოლოდინშია

ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდამსხმელი ვამარა სანოგო დაიმატა. საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე კოტდივუარელმა მოთამაშემ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.

ბათუმელთა ვებგვერდზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, საქართველოს ვიცეჩემპიონმა 25 წლის ახალწვეულთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სანოგო უკვე საქართველოშია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ბათუმელებთან ხელშეკრულებას ხელი ამის შემდეგ მოაწერა.

25 წლის ფრანგი ფორვარდი ვამარა სანოგო ბოლო ვარშავის „ლეგიაში“ თამაშობდა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდი 2020 წლის ზაფხულში დატოვა, მანამდე კი ვარშაველებთან ერთად პოლონეთის ჩემპიონობა იზეიმა.

ბათუმის „დინამომ“ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტები უკვე გააფორმა გოგა ჩაბრაძესთან, გიორგი ფანცულაიასთან, გიორგი ზარიასთან, რაფაელ ჩუკვურასთაბ და სანდრო ალთუნაშვილთან. გუნდის პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის თქმით, უახლოეს პერიოდში გუნდი ტრანსფერებს კიდევ გეგმავს.