ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

„ბათუმი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები სწრაფად დაწინაურდნენ — უერდი მარას შესანიშნავი გადაცემის შედეგად ლუკა წულუკიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში „სამგურალი“ თამაშის შემოტრიალებას შეეცადა, თუმცა 87-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი საკუთარ კარში მიიღო — ჯალემ ბლესამ გიტას პაულაუსკასი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხოლო ლიეტუველმა თავდამსხმელმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამ შეხვედრით ეროვნული ლიგის მე-8 ტური დასრულდა. ბათუმის „დინამომ“ (18 ქულა) ლიდერ „იბერიასთან“ (20 ქულა) ორქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ (8 ქულა) მე-7 პოზიციაზე იმყოფება.