ბათუმის „დინამომ“ ისევ მოიგო – პირველი შეკრება მთავრდება

10:56, 02.02.2020
ბათუმის „დინამო“ თურქული შეკრებას ასრულებს. გია გეგუჩაძის გუნდმა მესამე ამხანაგურ მატჩში ჩაატარა, ამჯერად ბულგარეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან პლოვდივის „ლოკომოტივთან“ და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
 
ბათუმელებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს, როდესაც თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა – 0:1. 66-ე წუთზე „დინამომ“ მეტოქის კარი მეორედ აიღო: ფლანგური შეტევა ლადო დვალიშვილის გოლით დასრულდა – 0:2.
ბათუმელები შეკრებას 2 თებერვალს დაასრულებენ და საქართველოში დაბრუნებიან. 11 თებერვალს კი თურქეთში მეორე შეკრებას დაიწყებენ.

მსგავსი