ბათუმის „დინამომ“ გულშემატკივრებს მიმართა - უეფა ინციდენტისთვის დაგვსჯის, ნუ შემოიჭრებით მოედანზე #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ გულშემატკივრებს მიმართა - უეფა ინციდენტისთვის დაგვსჯის, ნუ შემოიჭრებით მოედანზე #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაციამ კონფერენს ლიგაზე ბელარუსულ „ბატესთან“ მატჩამდე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მიმართა.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“-„ტრე პენეს“ მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენიმეჯერ შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან სოლიდური ფულადი ჯარიმით დაისჯება, ინციდენტის განმეორების შემთხვევაში კი, დამატებითი სანქციები ემუქრება. ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.

ამ ყველაფრის გამო ბათუმური კლუბის ხელმძღვანელობა ფანებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს: 

„უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას. გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე“.

ბატეს“ ბათუმის „დინამო“ 22 ივლისს ბათუმი-არენაზე“ უმასპინძლებს, 29 ივლისს კი ბორისოვოში ესტუმრება. ბელარუსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე, მოლდოვურპეტროკუბსა“ და თურქულ „სივარსპორს“ შორის გამარჯვებულს 5 აგვისტოს საკუთარ სტადიონზე მიიღებს, ხოლო 12 აგვისტოს გასვლაზე ითამაშებს.