ბათუმის „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზა ეროვნული ლიგის კლუბებმა ამხანაგური მატჩების გასამართად გამოიყენეს, ბათუმის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ფეხბურთის ფედერაციის ბათუმის ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში გოლები დმიტრი მანდრიჩენკომ და ირაკლი რუხაძემ გაიტანეს.

ეროვნული ლიგის თამაშები სანაკრებო პაუზის შემდეგ 28 მარტს განახლდება. ბათუმის „დინამო“ შინ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „კოლხეთი“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“ მიიღებს.