ბათუმის „დინამოც“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია - „ლოკომოტივი“ საგურამოში დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოც“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია - „ლოკომოტივი“ საგურამოში დამარცხდა #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. საგურამოს „ლოკო-არენაზე“ „ლოკომოტივმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

 

ბათუმელებმა მე-15 წუთზე ჯაბა ჯიღაურის გოლით ანგარიში გახსნეს, ხუთ წუთში კი სტუმართა უპირატესობა გიორგი ფანცულაიამ გაზარდა 2:0. ორივეჯერ საგოლე გადაცემა სანდრო ალთუნაშვილმა შეასრულა.

„ლოკომოტივი“ თამაშში თორნიკე კირკიტაძემ დატოვა, რომელმაც 35-ე წუთზე ოლეკსანდრ აზაცკის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. მაგრამ 54-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა ლამაზი გოლით თბილისელთა კარი მესამედ აიღო 3:1 და საბოლოოდ, შეხვედრაც ამ ანგარიშით დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია – ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“, წყალტუბოს „სამგურალი“ და ქობულეთის „შუქურა“. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მატჩი სტუმრებმა მოიგეს.