ბათუმის „დინამო“ თურქეთში პირველი მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ თურქეთში პირველი მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

საქართველოს ჩემპიონი პირველ შეკრებაზე 28 იანვარმდე დარჩება და 3 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. თურქეთში ბათუმის „დინამო“ პირველ ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერს, ნიკა კვეკვესკირის პოზნანისლეხს“ დაუპირისპირდება.

პირველი სპარინგისთვის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მიხეილ ალავიძე, გიორგი ბეგაშვილი.

მცველები: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, გაგი მარგველაშვილი, ოლეკსანდრ აზაცკი, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ირაკლი აზაროვი.

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო მამუჩაშვილი, ტეიდი ბენჟამინი, მილან რადინი, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი ზარია, თორნიკე გაფრინდაშვილი.

თავდამსხმელები: ფლამარიონ ჯოვინო, გიორგი ფანცულაია, სტეფან დენკოვიჩი, დავით ზურაბიანი.

ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია პოზნანისლეხის“ „იუთუბ“ არხზე განხორციელდება.

დატოვე კომენტარი