ბათუმის „დინამო“ საშინაო მატჩებს დროებით ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში ჩაატარებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ საშინაო მატჩებს დროებით ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში ჩაატარებს #1TVSPORT

დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლებს, მაგრამ შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ არ გაიმართება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბათუმის „დინამო“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საშინაო მატჩებს „ბათუმი არენაზე“ ვერ ჩაატარებს, ვინაიდან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს. ამის გამო 11 მაისამდე მეტოქეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში (გიორგი ლეონიძის N15) ვუმასპინძლებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია“.

ეროვნულ ლიგის სატურნორო ცხრილში ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზეა და თბილისის „იბერიას“ სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.