ბათუმის „დინამო“ ორ მოთამაშეს დაემშვიდობა
ბათუმის „დინამო“ ორ მოთამაშეს დაემშვიდობა

ბათუმის „დინამომ“ სეზონი წარმატებით ჩაატარა და სატრანსფერო აქტოვობასაც ყველაზე ადრე შეუდგა.

ცნობილი გახდა, რომ კლუბი ორმა მოთამაშემ უკვე დატოვა – ცენტრალურმა მცველმა გურამ ადამაძემ და თავდამსხმელმა გიორგი ილურიძემ. ორივე მათგანს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და კლუბმა მათთან დამშვიდობება გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ გუნდმა ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერები განახორციელა და ლატვიური „ელგავადან” მათე ცინცაძე დაიმატა, ასევე ვაგნერ გონსალვეში, რომელიც „საბურთალოდან“ ზაფხულში საბერძნეთში გადასვლის იმედად წავიდა.