ბათუმის „დინამო“ კვარაცხელიას „რუბინს“ შეხვდება - ჩემპიონმა მეორე შეკრება დაიწყო #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ კვარაცხელიას „რუბინს“ შეხვდება - ჩემპიონმა მეორე შეკრება დაიწყო #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ორდღიანი შესვენების შემდეგ გეზი ისევ თურქეთში აიღო, სადაც გუნდი შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებს.

საქართველოს ჩემპიონი გუნდის პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე ბათუმის „დინამო“ 4 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონი საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდება: ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინს“, კონფერენს-ლიგის პლეიოფის მონაწილე ბელგრადის „პარტიზანს“, უკრაინულ „ლვივსა“ და ესტონურ „ლევადიას“.

ამხანაგური მატჩების გრაფიკი:

5 თებერვალი

ბათუმის „დინამო“ – ბელგრადის „პარტიზანი“

8 თებერვალი

ბათუმის „დინამო“ – ყაზანის „რუბინი“

11 თებერვალი

ბათუმის „დინამო“ – ლვოვის „ლვივი

14 თებერვალი

ბათუმის „დინამო“ – ტალინის „ლევადია