ბათუმის „დინამო“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონგოელმა მცველმა, მესიე ბიათუმოსოკამ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
27 წლის კონგოელმა მცველმა ქართულ კლუბში მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. იგი „დინამოს“ ბულგარული „ბოტევ ვრასტადან“ შეუერთდა და, გავრცელებული ინფორმაციით, ისევ ბულგარეთში დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად სოფიის „ლოკომოტივში“ ითამაშებს.
ზაფხულის შესვენებაზე ბათუმის „დინამო“ უკვე რამდენიმე მოთამაშემ დატოვა – რევაზ ინჯგია კვიპროსულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა, ჯალენ ბლესას იჯარა დაუსრულდა და კრაიოვის „უნივერსიტატეას“ დაუბრუნდა, ხოლო გიტას პაულაუსკასი კოვალივკას „კოლოსში“ ითამაშებს.
ბათუმის „დინამო“ ეროვნულ ლიგაში სეზონს მე-19 ტურის მატჩით განაახლებს და 2 აგვისტოს ბათუმში „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.