ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - „სიონმა“ მდგომარეობა გაირთულა
ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - „სიონმა“ მდგომარეობა გაირთულა
ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ეროვნულ ლიგაში მინიმუმ ერთი დღით ისევ გალიდერდა.
ამ მატჩით ეროვნული ლიგაში 34-ე ტური დაიწყო. ანგისას ბაზაზე სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს. ბოლნისელებმა ბოლო ორი თამაშის მოგებით ვითარება გამოასწორეს და ეროვნულ ლიგაში ადგილის პლეი ოფის გარეშე შესანარჩუნებლად მოგება სჭირდებოდათ.
24-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურის გადაცემით, ანგარიში გია მანჯგალაძემ გახსნა – 1:0. 34-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა ნიკა აფაქიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. 48-ე წუთზე კი „სიონისთვის“ ყველაფერი დასრულდა: გიორგი ნავალოვსკიმ მარცხენა ფლანგიდან შეტევა ჯიღაურს გაუგრძელა და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 67 ქულა დააგროვა და ისევ პირველ ადგილზე დაწინაურდა. მაგრამ ხვალ თბილისის „დინამო“ (66 ქულა) „რუსთავთან“ გასვლაზე ითამაშებს და ლიდერობის დაბრუნების შანსი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში, თბილისელები „სიონის“ საქმესაც გააკეთებენ, რომელიც 38 ქულით ისევ მერვე ადგილზეა და „რუსთავს“ (37 ქულა) მცირე უპირატესობით უსწრებს.
დარჩენილი მატჩების განრიგი:
შაბათი, 9 ნოემბერი
რუსთავი – დინამო თბ
14:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
საბურთალო – ვიტ ჯორჯია
14:00. მიხეილ მესხი – თბილისი
ლოკომოტივი – ჩიხურა
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
კვირა, 10 ნოემბერი
ტორპედო – დილა
14:00. 26 მაისი – წყალტუბო