ბათუმის „დინამო“ - გაიტ უაჰაბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურმა ტუნისელი მცველის, გაიტ უაჰაბის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა, რომელიც ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „დინამო თბილისთან“ შეხვედრის (1:4) დროს დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ საჭირო გახდა გაიტ უაჰაბის ჰოსპიტალიზაცია. ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გაიტს მალე გამოჯანმრთელებას და მოედანზე დაბრუნებას ვუსურვებთ“.
ეროვნულ ლიგაში ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ შეხვედრის 50-ე წუთზე ტუნისელი მცველი მეკარე ლაზარე კუპატაძეს შეეჯახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედეგად, შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.