ბათუმის „დინამო“ ფოთის „კოლხეთს“ დაუზავდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ფოთის „კოლხეთს“ დაუზავდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ფოთის „კოლხეთმა“ წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართეს – 1:1.

ფოთელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს. მქომედი ჩემპიონის კარი 24-ე წუთზე გამოცდილმა მცველმა, დავით მეგრელიშვილმა აიღო. „დინამომ“ წონასწორობა 50-ე წუთზე აღადგინა. თავი ქობულეთის „შუქურადან“ დაბრუნებულმა დავით მუჯირმა გამოიჩინა.

ბათუმელთა შორის, მუჯირის გარდა, სხვა ახალწვეულებმაც ითამაშეს – ონორე გომისმა, ბოიან მლადოვიჩმა, ვანდერსონ სილვამა, ასევე დანიური კლუბიდან ჩამოსულმა ფეხბურთელმა, ვის გვარსაც არ ასახელებენ.

ფოთის „კოლხეთმა“ ასეთი შემადგენელობით ითამაშა: კოტლიაროვი, გოგიჩაიშვილი, ხარშილაძე, მეგრელიშვილი, ახალაძე, ჯიჯავაძე, გვალია, გვასალია, კოხრეიძე, ხარებავა, მელქაძე;

შეცვლაძე შევიდნენ: შეყილაძე, ჩიხრაძე, ჩიქოვანი, ზურაბიანი, რიაბენკო, მესიაჩენკო, ზოიძე, კლიმოვი, კრასოვსკი, კვარაცხელია, ერაძე, სიდამონიძე, კვაშილავა, კვირკველია, გობრონიძე.

ბათუმის „დინამო“ 20 იანვარიდან 2 თებერვლის ჩათვლით ზამთრის პირველ საწვრთნელ შეკრებას თურქეთის ქალაქ ანთალიაში გაივლის, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.