ბათუმელებმა ისევ მოიგეს - იმერული დერბი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ბათუმელებმა ისევ მოიგეს - იმერული დერბი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართა – ადგილობრივმა „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.

გორელები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ დაცვაში უყურადღებოდ თამაშობდნენ და პირველივე ტაიმში ამით ბათუმელებმა კარგად ისარგებლეს. ორივე გოლი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა – პირველი ჯაბა ჯიღაურის გადაცემით, მეორედ კი თორნიკე გრიგალაშვილმა უპასა და შესვენებამდე „დინამომ“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 2:0. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.

ამავე ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სატდიონზე გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ საკუთარ კედლებში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა 0:0.

ბათუმის „დინამომ“ 18 ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ (35) გადაასწრო, რომელიც ხვალ „ლოკომოტივს“ შეხვდება. „დილა“ (26) მეხუთე ადგილზე დარჩა და სამეულში დაბრუნების შანსი ვერ გამოიყენა. „ტორპედომ“ და „სამგურალმა“ კი პოზიციები შეინარჩუნეს – ქუთაისელები 18 ქულით მე-7 ადგილზე დარჩნენ, ხოლო წყალტუბოელები 24 ქულით მეექვსეზე არიან.