დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ლეგენდარული არგენტინელი ფორვარდის, გაბრიელ ბატისტუტას ფლორენციაში ჩასვლამ.
ყოფილი ვარსკვლავის ვიზიტი მის იუბილეს ემთხვევა. ბატისტუტას 50-ე დაბადების დღე პირველ თებერვალს ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ახლა იპოვნა დრო იტალიაში ჩასასვლელად. ფლორენციაში სინიორინის მოედანზე ექვსი ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა ყოფილ კერპთან შესახვედრად.
„ფლორენციაში ბევრი მეგობარი დამრჩა, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თავი ფლორენციელად მიმაჩნია“, – განაცხადა ბატისტუტამ შეხვედრაზე.
არგენტინელი „ფიორენტინაში“ 1991-2000 წლებში თამაშობდა. ბატისტუტამ გუნდთან ერთად იტალიის თასი მოიგო 1996 წელს.