გერმანელმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა დაასრულა სეზონი „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) და ეჭვი ეპარება, რომ გააგრძელებს პროფესიულ კარიერას. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი „ჩიკაგო ფაირში“ თამაშობს, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დაკარგული აქვს პლეიოფში გასვლის შანსი.
„ჯერჯერობით არ ვიცი. ყველაფერს მალე გაიგებთ. გადაწყვეტილებას უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღებ“, – განაცხადა შვაინშტაიგერმა.
გერმანელის კონტრაქტი „ჩიკაგო ფაირთან“ ამა წლის დეკემბერში იწურება. ამერიკულ გუნდში ის 2017 წლის 21 მარტიდან გამოდის.