თომას მიულერი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა
თომას მიულერი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუდაპეშტში უეფას სუპერთასზე 2:1 მოუგო „სევილიას” და 2020 წელს მეოთხე ტიტული მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თომას მიულერი აღიარეს. გერმანელმა კარიერაში 26-ე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა „ბაიერნში“ თავის ყოფილ პარტნიორს ბასტიან შვაინშტაიგერს. ამიერიდან, ისინი ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელები არიან.

2020 წელს, „ბაიერნს“ ელოდება გერმანიის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. ასე რომ, მიულერს წელსვე ექნება შვაინშტაიგერის გასწრების საშუალება.