შვაინშტაიგერი ჩიკაგოში კიდევ ერთი წლით დარჩა
შვაინშტაიგერი ჩიკაგოში კიდევ ერთი წლით დარჩა

გერმანელი ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა „ჩიკაგო ფაირთან“, რომლის მიხედვითაც MLS-ის ლიგაში 2019 წლის ბოლომდე დარჩება, – წერს ამერიკული კლუბის ოფიციალური გვერდი.

„მე მჯერა ჩვენი გუნდის და მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ჩემპიონობის მოპოვება, – ამბობს შვაინშტაიგერი. – მოდით, გავაკეთოთ ეს! ეს ამერიკული მოგზაურობა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულია. მომწონს , რომ ვარ „ჩიკაგო ფაირის“ ნაწილი და მიხარია, რომ აქ კარგად მიმიღეს“.

შვაინშტაიგერი „ჩიკაგოში“ 2017 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა. 2018 წლის სეზონში 34 წლის გერმანელმა 35 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.