ბასილაშვილმა მონტე კაროლოს „მასტერსის“ პირველი წრე ვერ დაასრულა #1TVSPORT
10 აპრილს მონტე კარლოში გრუნტის სეზონის პირველი „მასტერსი“ დაიწყო, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაერთო, მაგრამ გუშინ, პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას. ის ტურნირზე მე-15 ნომრად იქნება განთესილი.
ძირითადი ბადის წილისყრის შედეგ გაირკვა, რომ პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იქნება ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი. ბასილაშვილი და დიმიტროვი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს – 2017 წელს, სოფიას ტურნირის ნახევარფინალში დიმიტროვმა 6:1, 6:3 მოიგო.
ამჯერად, ბულგარელმა მეტოქის უარის შემდეგ მოიგო – 6:3, 2:0-ზე ბასილაშვილმა ბრძოლა შეწყვიტა.
პირველ პარტიაში დიმიტროვმა იდეალურად ითამაშა თავის მოწოდებაზე – საკუთარ გეიმებში მან მხოლოდ ერთი გათამაშება წააგო, ერთადერთი ბრეიკი კი მეექვსე გეიმში აიღო.
მეორე სეტი დიმირტოვმა ბრეიკით დაიწყო, მეორე გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე გაიბრძოლა, მაგრამ ისიც წააგო და ამის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს მონაკოს „მასტერსის“ ძირითად ბადეში მეოთხედ ითამაშა და ოთხივეჯერ პირველ წრეში დამარცხდა.
მიმდინარე სეზონი ბასილაშვილისთვის არც ისე კარგად ვითარდება. ქართველმა ცხრა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და რვაჯერ პირველივე მატჩი წააგო, თუმცა თებერვალში დოჰას ტურნირზე ფინალამდე მიაღწია და იქ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან წააგო. ამ სეზონში ბასილაშვილის მოგება/წაგების ბალანსი ასეთია: 3/11.