ბასილაშვილმა მადრიდის ღია პირველობაზე ფონინი ორ სეტში დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ღია პირველობაში წარმატებით ჩაერთო.
მისი პირველი მოწინააღმდეგე იტალიელი ფაბიო ფონინი (#51) იყო. ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებისთვის ორი სეტიც ეყო – 7:5, 6:4.
1/16 ფინალში ნიკას მეტოქე 18 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება.