ბასილაშვილმა მადრიდის ღია პირველობაზე ფონინი ორ სეტში დაამარცხა #1TVSPORT

20:19, 02.05.2022

მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის ღია პირველობაში წარმატებით ჩაერთო.

მისი პირველი მოწინააღმდეგე იტალიელი ფაბიო ფონინი (#51) იყო. ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებისთვის ორი სეტიც ეყო – 7:5, 6:4.

1/16 ფინალში ნიკას მეტოქე 18 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება.

მსგავსი