ბასილაშვილმა ცინცინატის „მასტერსის“ პირველ წრეში მხოლოდ ერთი გეიმი აიღო და 53 წუთში წააგო # 1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში გამოეთიშა ცინცინატის „მასტერსს“. მან უშანსოდ წააგო ამერიკელ მაკენზი მაკდონალდთან – 53 წუთში 0:6, 1:6.
ბასილაშვილმა შვიდი საკუთარი გეიმიდან ექვსი დათმო, ხოლო მეტოქის მოწოდებაზე ჯამში მხოლოდ შვიდი ქულის აღება მოახერხა.
ქართველს არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია და რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეორე მოწოდებაზე კი კატასტროფულად ითამაშა – 29 გათამაშებიდან მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. ბასილაშვილს არც ერთი ბრეიკპონტი არ ჰქონია, მაკდონალდმა კი 11 ბრეიკპოინტიდან ექვსი გამოიყენა. ამერიკელმა მხოლოდ ხუთი უნებლიე შეცდომა დაუშვა და 15 „ვინერსი“ ჩააგდო, ბასილაშვილს რვა „ვინერსი“ და 29 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ეს ამ ჩოგბურთელთა მესამე შეხვედრა იყო ამ სეზონში და ამერიკელმა ზედიზედ სამჯერ მოიგო, თანაც ისე, რომ სეტი არ დაუთმია მეტოქისთვის.