ბასილაშვილმა 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო და ანტალიის ტურნირზე ანდრეა არნაბოლდი დაამარცხა
2021 წლის სეზონი ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიის ტურნირით (ATP250) დაიწყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იყო, რომლიც რეიტინგით მსოფლიოს 267-ე ნომერია, ქართველი ჩოგბურთელი კი მე-40 პოზიციაზე იმყოფება.
ბასილაშვილმა 11-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და არნაბოლდი სამ სეტში – 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში თურქ ალთუგ ჩელიქბილექსა და პოლონელ კაცპერ ჟუკს შორის მოგებულს შეხვდება.