ბასილაშვილმა 2021 წელი გამარჯვებით დაიწყო და ანტალიის ტურნირზე ანდრეა არნაბოლდი დაამარცხა

15:29, 07.01.2021

2021 წლის სეზონი ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიის ტურნირით (ATP250) დაიწყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იყო, რომლიც რეიტინგით მსოფლიოს 267-ე ნომერია, ქართველი ჩოგბურთელი კი მე-40 პოზიციაზე იმყოფება.

ბასილაშვილმა 11-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და არნაბოლდი სამ სეტში – 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში თურქ ალთუგ ჩელიქბილექსა და პოლონელ კაცპერ ჟუკს შორის მოგებულს შეხვდება.

მსგავსი