ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსის მეორე წრეში იტალიელი მუზეტი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსის მეორე წრეში, იტალიელი ლორენცო მუზეტი იქნება. ქართველმა პირველ წრეში ფრანგ ქვენტინ ჰალისს ორ სეტში 6:3, 6:4 მოუგო, მუზეტიმ კი ასევე ორ სეტში ხორვატი ჩილიჩი დაამარცხა.
იტალიელი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი სიის 106-ე ნომერია.
მეტოქეები ერთმანეთს ერთხელ, შტუტგარტის ბალახის ტურნირზე დაუპირისპირდნენ, რომელშიც ორ სეტში ბასილაშვილმა გაიმარჯვა.
ქართველისა და იტალიელის მატჩი პარიზის მასტერსზე, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.