ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტოკჰოლმის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა და მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ქართველი ჩოგბურთელს Stockholm Open-ზე კი ბელარუსი ილია ივაშკა ჩაანაცვლებს.
ბასილაშვილის ბოლო ტურნირი პარიზის მასტერსი იყო, სადაც შეხვედრა ფრანგ ადრიან მანარინოსთან დათმო, მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსზე შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც კამერონ ნორისთან დამარცხდა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 21-ე პოზიციაზე იმყოფება.