ბასილაშვილი სტოკჰოლმის ტურნირში მონაწილებას აღარ მიიღებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტოკჰოლმის ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა და მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ქართველი ჩოგბურთელს Stockholm Open-ზე კი ბელარუსი ილია ივაშკა ჩაანაცვლებს.
ბასილაშვილის ბოლო ტურნირი პარიზის მასტერსი იყო, სადაც შეხვედრა ფრანგ ადრიან მანარინოსთან დათმო, მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსზე შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც კამერონ ნორისთან დამარცხდა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი 21-ე პოზიციაზე იმყოფება.
Stockholm update:
OUT: Basilashvili
IN: Ivashka
Next: Djere— Entry List Updates (@EntryLists) November 3, 2021