ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიაში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ საფრანგეთში გადაინაცვლა და წლის ბოლო „მასტერსზე“ ითამაშებს.
ბასილაშვილი ATP ტურის 1000-იანი სერიის პირველი წრის მატჩს მოლდოველ რადუ ალბოტის წინააღმდეგ გამართავს.
2012 წლიდან მოყოლებული, მეტოქეები ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა შეხვედრაში ბასილაშვილმა იმარჯვა.
პირველი წრის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ლეგენდარულ როჯერ ფედერერს შეხვდება.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.